saqarTvelos tbebi - abudelauris tba

მდებარეობა დუშეთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°32`45` ჩ. გ. 44°49`24` ა. გ.
ფართობი 0.035 კმ²
მოცულობა 45 500 კმ³
საშუალო სიღრმე 3.8 მ

 

ყინვარული (მორენული) ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე როშკისწყლის მარჯვენა შენაკადის აბუდელაურის სათავეში (ხევსურეთის არაგვის აუზი), ზღვის დონიდან 2812 მ, ფართობი 0,035 კმ2. მაქსიმალური სიღრმე 3,8 მ, მოცულობა 45 500 მ3. საზრდოობს თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით. გამდინარეა. მაქსიმალური დონე აქვს ზაფხულში, მინიმალური - ზამთარში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვეზე მეტი) ყინულითაა დაფარული. ყინულისაგან თავისუფლდება მაისის ბოლოს, ტბაში თევზი არ არის.

აბუდელაურის ტბას უკავშიირდება ძველი ქართული ლეგენდა. ლეგენდის თანახმად, იახსარის ლახტს გამოქცეულმა უკანასკნელმა დევმა ტბას მისცა თავი. იახსარი ტბაში ჩაჰყვა დევს და განგმირა იგი, თუმცა დევის სისხლმა შეკრა ტბის ზედაპირი და იახსარი ტბიდან ვეღარ ამოვიდა სანამ ტბას ცხვრის სისხლი არ ასხურეს.